logo
ENG



ზაზა ხალვაშის "ლოტო" - დროება

10 დეკ 202321:02
3 წუთის საკითხავი
 

ამბების შემგროვებელი დიალოგების რეჟისორი სხვა ხედვების და ხილვების ავტორია. აჭარლების უმეტესობის მსგავსად ზღვაში არ ცურავდა, თუმცა ზღვა სულ მისი შემოქმედების შთაგონების წყარო იყო. სანაპიროზე შეგროვილი ამბები მის კინო ეპიზოდებად გარდაიქმნებოდა ხოლმე. ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმიც სახელწოდებით "ლოტო" მის მშობლიურ ბათუმს ეძღვნება. ამ კინოს ესთეტიკა დანამდვილებით 60-იანი წლების კინოს მოგაგონებთ. განსხვავებული სტილის, საკუთარი კინოენის ოსტატი - ზაზა ხალვაში 2020 წელს 62 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა და ფილმი „ლოტო“ დაუსრულებელი დატოვა. ეს ფილმი პირველად მის ქალაქ ბათუმში აჩვენეს. 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ოქროს პრომეთეს მფლობელი მხატვრული ფილმია. უკანასკნელი ტრიუმფი კინოში და ზაზა ხალვაშის მეუღლის ძალიან პირადი და გულწრფელი ინტერვიუ 39-წლიანი თანაცხოვრებიდან.


close დახურვა